სირიის დედაქალაქ დამასკოში სირიელმა აჯანყებულებმა ადგილობრივი ტელევიზიის ოთხი ჟურნალისტი გაიტაცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ტელეკომპანია „ალ-იხბაიას“ დირექტორი იმად სარა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დამასკოში ტელ-მნინის რაიონში აჯანყებულების ჯგუფმა ტელევიზიის ოთხი თანამშრომელი პროფესიული მოვალების შესრულების დროს გაიტაცა.
ამასთან, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „SANA“-ს ინფორმაციით, იმად სარამ თავისი ჟურნალიტების გატაცების შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტს, არაბული ქვეყნების ჟურნალისტთა კავშირს და საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიაწოდა და ჟურნალისტების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
ამ დროისთვის გატაცებული სირიელი ჟურნალისტების ადგილსამყოფელი უცნობია.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

















