ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარების ავღანეთში დისლოცირებულ სამხედრო ბაზაზე, დღეს ნატო-ს სამი ჯარისკაცი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანსპრესი“ ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების კოალიციური ძალების ოფიციალურ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინცდენტი ქვეყნის სამხრეთით მოხდა. ცეცხლი სამხედრო ბაზაზე სამოქალაქო ფორმიანმა აღვანელმა გახსნა. ამ დრომდე უცნობია თუ როგორ შეძლო მან ბაზაში ცეცხლსასროლი იარაღით შეღწევა.
ISAF-ის წარმომადგენელობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ალიანსის ძალებზე თავდასხმის 23 ფაქტია დაფიქსირებული, რომლის დროსაც 30 სამხედრო დაიღუპა.

















