logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რუსული მხარე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
რუსული მხარე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
17:19 08.08.2012
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით აკეთებს.
„რუსეთის სამშვიდო ბატალიონის დაცხრილვა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა, მაშინ, როდესაც ამის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა მოქალაქის საჩივარი, ასევე, ის ვერსიაც შევისწავლეთ, თითქოს რუსეთის შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ, რაც არ დადასტურდა. ამის თქმის საფუძველს იძლევა 2 ათასამდე დაკითხული სამხედრო მოსამსახურე, ასევე 100-მდე მშვიდობიანი მაცხოვრებელი. პირიქით, ისინი მოროდიორობასა და სახლების დაწვაში მძარცველებს ხელს უშლიდნენ“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კომიტეტი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები ვერც ქართული მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს.
„გამოძიებამ მიიღო ჩვენება უკანონოდ არჩეული დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში მომუშავე პირებისგან, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლებიდან ქართული ჯარის გამოდევნა დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ რუსული ჯარის დისკრედიტაცია სცადა. დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრებს სამხედრო ფორმას ხდიდნენ და სამოქალაქო ფორმას აცმევდნენ, თითქოს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დიდი იყო“ – ნათქვამია საგამოძიებო კიმიტეტის განცხადებაში.
ამასთან, აქვე აღნიშნულია, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის ჯარის გორსა და „საქართველოს საზღვართან“ განლაგებულ სოფლებში შესვლამდე, საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის და მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, უკრაინელ დაქირავებულებს რუსეთის ჯარის ფორმა გადააცვა.
„მათი მონაწილეობით იღებდნენ ვიდეომასალას, თითქოს, რუსეთის ჯარი მოსახლეობაზე ძალადობდა და მოროდიორობდა“ – აცხადებენ კომიტეტში.
ამასთან, რუსული მხარე განცხადებაში სინანულს გამოთქვამს, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების და სამხედრო მაღალჩინოსნების მხრიდან ჩადენილი დანაშაულისა, რუსეთში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ვერ აღიძვრება.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა