ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ოვალური კაბინეტისათვის იბრძოლებს
მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ წამოუყენებია, თუმცა არაოფიციალურად უკვე მეორედ განაცხადა, რომ პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძოლებს.
დელავერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებსა და აუცილებელ ცვლილებებზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას ყველაზე პროგრესული სტაჟი აქვს მათ შორის, ვინც საპრეზიდენტო კანდიდატობისათვის კენჭისყრას აპირებს.
ყოფილი სენატორი და ვიცე-პრეზიდენტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ასახელებს.

















