აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ხატაის დასახლებაში მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც მოსახლეობამ ხოჯალის
ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მსვლელობა ხოჯალის ტრაგედიის მემორიალიდან დაიწყო. ღონისძიებას, რომელშიც 55 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი,, ილჰამ ალიევი მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად უძღვებოდა.
„მსოფლიომ უნდა აღიაროს ხოჯალის ტრაგედია“, „სამართლიანობა ხოჯალის“, „არ დაგვვიწყებია ხოჯალი“, „არა - სომხურ ფაშიზმს“ - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ მსვლელობის მონაწილეებს.
„ეროვნულმა მსვლელობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ხალხისა და მთავრობის ერთობა, ასევე, მოსახლეობის მხარდაჭერა საკუთარი პრეზიდენტის მიმართ. ხოჯალის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. ეს იყო მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ. აღნიშნული მასობრივი მკვლელობები ითვლება ყარაბაღის ომის ყველაზე სისხლიან ეპიზოდად“-აცხადებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში.

















