სირიაში დაზვერვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრინცი ბანდარ ბინ სულტანი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, თუმცა, იგი
სირიის ხელისუფლების წამომადგენლებს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.
ჯერ უცნობია რა ვითარებაში მოკლეს დაზვერვის ხელმძღვანელი. ერთ-ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება.
რამდენიმე კვირის წინ დამასკოში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობის აფეთქების დროს ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ, მათ შოროს იყო თავდაცვის მინისტრიც.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება, რასაც არაოფიციალური მონაცემებით ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო რამდენიმე ასეულმა ათასმა ქვეყანა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს ლტოლვილის სტატუსით შეაფარა.

















