რუსეთში კონტრაქტზე მყოფი სამხედროების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„უახლოესი წლების განმავლობაში, შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტზე მყოფი სამხედროების რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას ვფიქრობთ“ - აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, საუბარია შეარაღებულ ძალებში ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურის დამატებაზე.

















