სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო, თურქეთმა სირიის საზღვართან უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჯარისკაცები, ასევე, სარაკეტო დანადგარები და ჯავშანტექნიკა განალაგა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რეგნუმი“ თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თურქეთის მხრიდან საზღვარზე დამატებითი ძალების განლაგება დღეს, სირიის ოპოზიციის მიერ თურქეთ-სირიის საზღვარზე სტრატეგიული სასაზღვრო პუნქტის ალეპოს დაკავებას უკავშირდება.
სასაზღვრო პუნქტის დასაკავებლად, რამდენიმე დღის განმავლობაში, აჯანყებულებსა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრე საჯარისო შენაერთებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ირანთან სირიის საზღვრებსაც სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

















