ალჟირის ხელისუფლებას 12 ათასმა სირიელმა ლტოლვილის სტატუსი სთხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ალჟირის შინაგან საქმეთა
სამინისტროდან სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში კონფლიქტის დაწყების დღიდან ალჟირს თავშესაფერი 12 ათასმა ადამიანმა სთხოვა, რომელთა მოთხოვნაც დაკამაყოფილდა.
ამასთან, ალჟირის ხელისუფლებამ სირიელ ლტოლვილებს პირველადი დახმარებაც აღმოუჩინა და მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გეგმას ამუშავებს.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება და შეტაკების დროს ოფიციალური მონაცემებით 16 ათასი ადამიანია დაღუპული.

















