უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
„უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვა სამინისტროსთან და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის შედეგად, სირიიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“ - განუცხადა ჟურნალისტებს სამინისტროს პრესმდივანმა ალექსანდრა დიკუსაროვა.
მისივე ინფორმაცით, დღეს, დამასკოდან კიევში ორი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლებმაც სირიიდან უკრაინის 62 მოქალაქე ჩაიყვანა.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება წელიწადზე მეტია გრძელდება, რომელსაც არაოფიციალური მონაცემებით ათეულობით ათასი ადამიანი შეეწირა.
ამ დროისთვის ოპოზიცია ქვეყნის ტერიტორის ნახევარზე მეტს აკონტროლებს, თუმცა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გადაგომაზე კვლავ უარს აცხადებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „საჭიროების შემთხვევაში“ ბაშარ ასადი მზად არის ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად.

















