რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი არ აპირებს ქვეყნებს შორის შეარაღების „შეჯიბრში“ ჩაერთოს.
„არ ვაპირებთ შეიარაღების შეჯიბრში ჩართვას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეჭვი არავის ეპარება რუსეთის ატომური შეიარაღების ეფექტურობასა და საიმედოობაში“ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, ასეთი ძალებით რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელისუფლებას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„ატომური შეიარაღება არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მთავარი გარანტი“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, პუტინი მიიჩნევს, რომ კრემლის ხელში არსებული ატომური შეიარაღება გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური და რეგიონული ბალანსის, ასევე, სტაბილურობის შენარჩუნებაში.

















