უკრაინული მოძრაობა „FEMEN“-ის ნახევრად შიშველმა აქტივისტმა კიევის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვისა და სრულიად
რუსეთის პატრიარქ კირილზე თავდასხმა სცადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნახევრად შიშველი ქალი პატრიარქისკენ შეძახილით - „წადით აქედან“ გაიქცა, თუმცა, დაცვამ მისი დროული გაყვანა მოახერხა.
ამასთან, რუსეთის პატრიარქის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პარტია „სვობოდამ“ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებს უკრაინის სახელმწიფო დროშები და ტრანსპარანტები ეჭირათ, რომელზეც შემდეგი შინაარსის ტექსტები იყო განთავსებული - „ძირს მოსკოველი მღვდელი - კოლონიზატორი!“, „ძირს რუსული იმპერიალიზმი!“, „ძირს მოსკოველი ოკუპანტი!“
პატრიარქი კირილი უკრაინაში სამდღიანი ვიზიტით დღეს ჩავიდა.

















