ძლიერი წვიმის შედეგად, პეკინში 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის
ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.
ძლიერი წვიმა ჩინეთის დედაქალაქში გუშინ დილით დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
უამინდობის გამო დაკეტილია საერთაშორისო აეროპორტი შოუდუ, ასევე, ქალაქის ქუჩების დატბორვის გამო, შეფერხებულია ავტომობილების გადაადგილება.
ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე საკუთარ მანქანაში დაიხრჩო.
პეკინის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის შემოგარენიდან სახლების დატბორვის გამო 145 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ასევე, სტიქიამ დააზარალა ჩინეთის რამდენიმე პროვინცია, მათ შორის - შანსის, ხებეის, შანდუნის, ცზინილის, ხეილუნცზიანის და სიჩუანის პროვინციები, ასევე, ქალაქები ტიანცზინი და ჩუნცინი.

















