სიირის საჯარისო შენაერთებმა სირია-იორდანიის საზღვართან კონტროლი აღადგინეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აჯანყებულებმა
იორდანიასთან სასაზღვრო პუნქტების დაკავება სცადეს, თუმცა, ხელისუფლების მომხრე მებრძოლებმა მათ უკან დახევა აიძულეს.
ასევე, საჯარისო შენაერთები აკონტროლებენ დედაქალაქ დამსაკოს სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებების ნაწილს, თუმცა, დამასკოს დანარჩენ ტერიტორიას აჯანყებულები აკონტროლებენ.
ამასთან, ოპოზიციის მტკიცებით, მათი მომხრეების კონტროლქვეშაა ქვეყნის 75%, მათ შორის სირიის საზღვარი თურქეთთან და ირანთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ამ დრომდე დამასკოში იმყოფება.
სირიაში სამოქალაქო ომი ერთ წელზე მეტია გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

















