აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კოლორადოს შტატში კინოფილმ „ბეტმენის“ ახალი სერიის პრემიერაზე განხორციელებული ტერაქტის დამნაშავეების დასჯის პირობას დებს.
დღეს დენვერის კინოთეატრ Century 16 Movie-ში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა.
როგორც ობამამ განაცხადა, ის მომხდარი ტრაგედიით შეძრულია.
„ფედერალური და ადგილობროვი სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ და ჩემი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს ამერიკელი ხალხის მხარდასაჭერად ამ საგანგებოდ რთულ ვითარებაში. ჩვენი ამოცანაა პასუხი ვაგებინოთ დამნაშავეებს, ვუზრუნველყოთ მოსახლეობის უსაფრთხოება და ვიზრუნოთ დაჭრილებზე“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.
ფილმის „ბნელი რაინდი: ლეგენდის აღორძინება“ პრემიერის დროს უცნობმა მამაკაცმა ნიღბით, ჯერ ცრემლსადენი გაზი გაუშვა, ხოლო შემდეგ მაყურებლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
შედეგად 10 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 4 საავადმყოფოებში.
პოლიციის ცნობით, დაკავებულია ეჭვმიტანილი 24 წლის მამაკაცი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად მოქმედებდა.

















