ათენის ხელმძღვანელობამ, ძლიერი სიცხის გამო, დამთვალიერებლებისთვის აკროპოლი დღეს დროზე ადრე დახურა, იუწყება ბი-ბი-სი.
დღეს ათენში ჰაერის ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწია.
საბერძნეთის კულტურის მინისტრი ირწმუნება, რომ ისტორიული ძეგლი სამშაბათს ჩვეულებრივი განრიგით გააგრძელებს ტურისტების მიღებას.

















