კრასნოდარის მხარეში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ქალაქ კრიმსკის აღსადგენად რუსეთის მთავრობა დაახლოებით 9 მლრდ რუბლს (დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარს) გამოყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის რეგიონის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენ აღვადგენთ ქალაქის ინფრასტრუქტურას. აღსადგენად ფედერალური და რეგიონალური ბიუჯეტებიდან 9 მლრდ რუბლი გამოიყოფა“ - განაცხადა კრასნოდარის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ტკაჩოვმა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე.
წყალდიდობის შედეგად, რომელიც რუსეთის სამხრეთით 7 ივლისს დაიწყო, 171 ადამიანი დაიღუპა, დაიტბორა 7 000 სახლი და 13 000 ათასზე მეტი დაზიანდა. წყალდიდობამ ქალაქ კრიმსკში მწყობრიდან გამოიყვანა გაზის, ელექტროენერგიის, სასმელი წყლის და სარკინიზო ინფრასტრუქტურა.

















