ამერიკის კენტუკის შტატში სამი წლის ბავშვმა შემთხვევით მამა მოკლა. ინციდენტი ქალაქ სალიმში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელის ჯერი
გუდინის ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცმა, რომელიც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა, ტყვიით სავსე ტაბელური იარაღი უყურადღებოდ დატოვა. იგი მისმა სამი წლის შვილმა აიღო და უმისამართო სროლა დაიწყო.
შედეგად ბავშვის მამას რამდენიმე ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

















