იაპონიაში ჯარისკაცები და სამაშველო სამსახურები კუნძულ კიუსიუზე წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ეძებენ.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, წყალდობის შედეგად
დაახლოებით 250 000 ადამიანი საცხოვრებელი ადგილებიდან ევაკუირებულია, მათ შორის 85 000 ოჯახი ფუკუოკას, საგას, კომამოტოს და ოიტას პრეფექტურებიდან.
იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში წყალდიდობის შედეგად 22 ადამიანია დაღუპული, 10-მდე დაკარგულად ითვლება.
მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა კუნძულ ჰონსიუზეც დაიწყო გავრცელდება.
იაპონიის მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, წყალდიდობა და მეწყერი გაგრძელდება.

















