საფრანგეთი ხვალ ეროვნულ დღესასწაულს „ბასტილიის დღეს“ აღნიშნავს.
საფრანგეთი ამ დღეს 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის ციხის აღების დღიდან ნაციონალურ
დღესასწაულად მიიჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ 1789 წელს 14 ივლისს ბასტილიის ციხეში შვიდი ტუსაღი იმყოფებოდა, ეს აქტი მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის სულისჩამდგმელი გახდა.
ამ დღესასწაულს ფრანგები აღიქვამენ, როგორც სიმბოლოს თანამედროვე ფრანგი ერის შეგნების აღმოცენებისა, რომელსაც ქვეყანაში ჯერ კონსტიტუციური მონარქია, შემდეგ კი, საფრანგეთის რევოლუციის დროს პირველ რესპუბლიკად გაერთიანება მოჰყვა.

















