თეთრი სახლის ესკორტის მოტოციკლისტი, პოლიციის ოფიცერი, ამერიკის პირველი ლედის მიშელ ობამას მკვლელობით დაიმუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას
„ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
მოტოციკლისტმა სპეციალური ოპერაციების განყოფილების რამდენიმე ოფიცერთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ესროდა პირველ ლედის და შემდეგ ტელეფონით გადაუღებდა სურათს იარაღს, რომელსაც მიშელ ობამას მკვლელობისთვის გამოიყენებდა.
აღნიშნული ინფორმაცია საიდუმლო სამსახურმა მოტოციკლისტის კოლეგისგან მიიღო.
„მივიღეთ ინფორმაცია პირველ ლედიზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად გამოვიძიებთ“ - განაცხადა პოლიციის სპიკერმა გვენდოლინ ქრუმფმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მიშელ ობამაზე, შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მოწმდება. აშშ-ს პირველი ლედის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

















