იემენის დედაქალაქ სანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცავები ავრცელებენ.
მათი თქმით, სანაში პოლიციის აკადემიასთან თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი იმ დროს აიფეთქა, როდესაც აკადემიის შენობიდან სტუდენტები გამოდიოდნენ.
შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაჭრილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

















