კიევში გამართულ აქციას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი
გერმანიიდან გამოეხმაურა.
მან აქტივისტებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს მათთან ერთად ყოფნისათვის.
„მიუნხენიდან კიევში მიმდინარე აქციას ინტერნეტის საშუალებით ვადევნებდი თვალს. ყველას ვინც მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, მინდა მადლობა გადავუხადო. აქ იყვნენ აქტივისტები და უბრალოდ ადამიანები, ვისთვისაც სულ ერთი არა არის ქვეყნის მომავალი. არასდროს დამავიწყდება თქვენი სოლიდარობა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თქვენთან ერთად ვიყო. მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებამ დაკეტა მეტროს ყველა სადგური, ახშობდნენ სატელეფონო კავშირს, ხრეშატიკზე გმირების ხსოვნას ამოფარებულებმა, რაღაც სისულელე მოაწყეს, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად სუსტია ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ათობით ათასი უკრაინელის მხარდაჭერა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















