კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირი დააკავეს. ერთ-ერთი აქტივისტის
განცხადებით, მათ ცემის კვალი აღენიშნებათ.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ის, რაც „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიმართ განხორციელდა, მთელი მსოფლიოს წინაშე სამარცხვინო ფაქტია.
„ერთ-ერთ აქტივისტს სერიოზული ტრავმები აქვს მიყენებული, ის ამ დროისთვის დაკავებულია. სულ ნაცემია 3 აქტივისტი, დაკავებულების შესახებ კი ზუსტი ცნობები არ მაქვს. ინფორმაციას, სავარაუდოდ, პოლიციისგან ვერ მივიღებთ, რადგან სახეზეა იანუკოვიჩის რეჟიმის გაგრძელება. ის რაც დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა მთელის მსოფლიოს წინაში სამარცხვინოა. ხალხს უკვე რადიკალური განწყობა აქვს. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ,“-განაცხადა ევგენი ლუკიანცევმა.
მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში გუშინ დააკავეს. შემდგომ კი პოლონეთში გააძევეს-ქვეყანაში, საიდანაც ბოლოს გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი.

















