რუსეთში, მოსკოვთან ახლოს გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა, 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა.
კომპანია "სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი ლაინერი მოსკოვის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
შემთხვევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა გამოძიების შესაძლო ვერსიებს შორის უამინდობა, ადამიანური ფაქტორი და თვითმფრინავის გაუმართაობაა.

















