ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიევის
სააპელაციო სასამართლოში კვლავ გადაიდო. გადადების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთ-ერთი მოსამართლის გამოუცხადებლობა გახდა.
შემდგომი სხდომა 26 იანავრს ჩაინიშნა.
გენერალური პროკურატურა მოითხოვდა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას და ამ მიზნით მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

















