ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიევის
სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება.
მისი ადვოკატის განცხადებით, გენერალური პროკურატურა კვლავ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას და ამ მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
"მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ გამარჯვების იმედი გვაქვს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში სასამართლო სისტემა, მათ შორის ეს სასამართლო კოლეგია, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამიტომ, ძნელია პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები," - განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

















