კიევის სააპელაციო სასამართლოში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ
სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
გენერალური პროკურატურა კვლავ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას და ამ მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
სააკაშვილმა სხდომაზე განცხადება გააკეთა და პროკურორები ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
„საუბარია უკრაინის უდიდესი მასშტაბით ძარცვაზე და ეს პროკურორები ამის თანამონაწილეები არიან. საქმე გვაქვს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობასთან. მე მათ იანუკოვიჩის თანხებთან დაკავშირებით ხალხისთვის სიმართლის დამალვაში ვადანაშაულებ. კრამატორსკის სასამართლოს გასაიდუმლოებული გადაწყვეტილება ამის დასტურია,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















