ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი სიცხეების გამო 42 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, გარდაცვალილი ადამიანების უმეტესი ნაწილი უფროსი
ასაკისაა.
სიცხის შედეგად ათი ადამიანი გარდაიცვალა ჩიკაგოში, 20-მდე ვირჯინიისა და მერილენდის შტატი. ვინსკონსინის, ოჰაიოსა და პენსილვანიის შტატში 9 ადამიანი დაიღუპა, ტენესის შტატში კი-ორი.
ასევე, სიცხის შედეგად დაიღუპა 4 წლის გოგონა გრინფილდში. ინდიანას შტატში იგი მშობლებმა მანქანაში დატოვეს.
ტემპერატურამ ვაშინგტონში 41 გრადუსს მიაღწია, სენტ-ლუისში და მისურის შტატში კი, 46 გრადუსი დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს ტემპერატურა ამერიკაში შედარებით დაიკლებს, თუმცა, სიცხეები კვლავ გაგრძელდება.

















