ნიკარაგუა ატლანტიკისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელი ახალი არხის მშენებლობას იწყებს.
შესაბამის კანონს მანაგუაში ქვეყნის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ ხელი გუშინ მოაწერა, იუწყება უცხოური მედია.
ახალი არხი ქყვეყნის ტერიტორიაზე გაივლის და პანამის არხის ალტერნატიული სავაჭრო- სატრანსპორტო გზა იქნება.
პამანის არხი 1920 წელს გაიხსნა და ის მსოფლიო ტვირთების 4%-ს, ხოლო აშშ-ს სავაჭრო თვირთბრუნვის 16% ატარებს. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ პანამის არხის გამტარუნარიანობა უკვე დიდი ხანია ვეღარ პასუხობს ტვირთების არსებულ ნაკადს, რადგან არხზე გემების პარამეტრებზე შეზღუდვა არსებობს.
ახალი არხის მშენებლობის გრანდიოზული პროექტის ღირებულება, წინასწარი მონაცემებით, 30.35 მლრდ დალარი იქნება.
ნიკარაგუამ პროექტში შესაძლოა, მონაწილეობის შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები გამართა რუსეთთან, ჩინეთთან, ვენესუელასთან, იაპონისთან, სამხრეთ კორეასთან და ბრაზილიასთან.

















