რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ
მიმდინარე პროცესებს აფასებს. როგორც პუტინი აცხადებს, მას უკვირს, თუ როგორ ითმენს ხალხი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ქუჩებში დადის და უკრაინელობაზე ხმამაღლა აცხადებს.
„რასაც ის აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა. როგორ ითმენთ ამას დღემდე... დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დარბის უკრაინაში მოედნიდან მოედანზე და მსოფლიოს გასაგონად ყვირის, რომ უკრაინელია. რა, უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები აღარ არიან?! გული მეწურება ამას რომ ვუყურებ“-აღნიშნა პუტინმა.

















