ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებას
ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თუ ის ნებით არ დატოვებს უკრანას, მისი ექსტრადირება მოხდება.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ ადამიანი სახელმწიფოებრივ დანაშაულს ჩადის, ამ დანაშაულის გამო სასჯელი არ შეიძლება იყოს დეპორტაცია სხვა ქვეყანაში.
"უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თავისი ნამდვილი მიზნები გამოამჟღავნა. იური ლუცენკომ გადნაცხადა, რომ თუკი მე საკუთარი ნებით არ დავტოვებ უკრაინას, ჩემი საქართველოში ექსტრადირება მოხდება. მე მესმის, რომ მას არ აქვს იურიდიული განათლება, მაგრამ თუ ადამიანი სახელმწიფოებრივ დანაშაულს ჩადის, ამ დანაშაულის გამო სასჯელი არ შეიძლება იყოს დეპორტაცია სხვა ქვეყანაში, მაგალითად წარმატებულ ჰოლანდიასა ან პოლონეთში. ხელისუფლების ბოლო დროინდელი ქმედებები ემსახურება ერთადერთ მიზანს -მე არ უნდა ვიმყოფებოდე უკრაინაში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















