მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას
უკრაინის პროკურატურა გაასაჩივრებს. განცხადება გენერალურმა პროკურორმა ერთ-ერთი მედიასაშულებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღიანი ვადა აქვს.
"მე არ ვეთანხმები სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღინისძიებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ სასამართლოს ყველა მტკიცებულება გადავეცით, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ის გაათავისუფლა. ემოციებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ," - განაცხადა იური ლუცენკომ.
მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მისთვის შინაპატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

















