მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოძრაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, თანდათან
კიდევ უფრო გაფართოვდება. მისივე თქმით, არ არის მოძრაობა სააკაშვილისთვის.
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი განმარტავს, ისინი ვერ გაერთობიან მისი გისოსებს მიღმა ყურებით.
"მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, რომელიც აჩვენებენ უკრაინელების ღირსებას, თუ როგორი პრინციპები აქვთ უკრაინელებს და როგორ უყვართ თავისუფლება. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი კონფრონტაცია, მე არანაირი მძაფრი ქმედებებისკენ არ მოვუწოდებ, ეს მოძრაობა გაფართოვდება, რადგან ეს არ არის მოძრაობა სააკაშვილისთვის, ხალხი ქუჩაში სააკაშვილისთვის არ გამოდის. მე არ მეშინია. მათ შეუძლიათ მე მომკლან, მაგრამ ვერასოდეს მოკლავენ უკრაინელ ერს და მათ მისწრაფებას თავისუფლებისადმი. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
ამის შესახებ ველაპარაკებოდი ჩემს მეუღლეს, მან მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. ეს მისთვის რთული არჩევანია, მაგრამ მხარი დამიჭირა. იცხოვრო გისოსებში, იყო ოლიგარქიის პირადი პატიმარი. მე საკუთარი თავი ტყვედ მიმაჩნია უკრაინული ოლიგარქიის, ვლადიმერ პუტინისა და ყველა იმ ბინძური ძალის, რომლებიც უკრაინას ანადგურებენ. თავი დაკავებულად არ მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ ვარ სამხედრო ტყვე, რადგან ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. ისინი ვერ გაერთობიან ჩემი გისოსებს მიღმა ყურებით, ისინი ჩემს ღირსეულ შიმშილობას ნახავენ. მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა ვაჩვენებ, როგორ შეიძლება, რომ მოკვდეს“-განაცხადა სააკაშვილმა.

















