საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, სააკაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასთან უკვე შევიდა ადვოკატი.
აგრეთვე, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მომხრეებს მოუწოდებს, რომ ხვალ დაგეგმილ საპროტესტო მარშში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ.

















