უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიხეილ
სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ დგას.
ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილის დაკითხვა იგეგმება და დასძენს, რომ ის ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილია და არა დამნაშავე.
„მიხეილ სააკაშვილი ჩართული იყო ბევრ პოლიტიკურ მოქმედებაში. ასევე მინდა ვახსენო ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც უახლოესი მეგობარი იყო მიხეილ სააკაშვილის. შემიძლია გითხრათ ძველი ბრძნული ანდაზა, რომ უცხო არ გიღალატებს, გიღალატებს მხოლოდ შენიანი.
მე საჯაროდ ვუჭერდი მხარს სააკაშვილი უფლებებს, როდესაც ის უკრაინის მოქალაქე იყო. საჯაროდ გამოვდიოდი განცხადებებით, რომ მისი ექსტრადაცია იმ მომენტისთვის იყო შეუძლებელი და ვაცხადებდი, რომ მისი ყველა უფლება უნდა ყოფილიყო დაცული.
ამჟამად არ მიდის საუბარი ექსტრადაციის შესახებ, ახლა საუბარია მხოლოდ მის დაკითხვაზე და პასუხისმგებლობაც იქნება შესაბამისი. ჩვენს ქვეყანაში დამნაშავედ მიჩნეულია ის, ვისაც მიიჩნევს დამნაშავედ სასამართლო. ამჟამად სააკაშვილს აქვს ეჭვმიტანილის სტატუსი“-განაცხადა ლუცენკომ.

















