მთელი ღამის განმავლობაში თურქეთის ქალაქ სამსუნში სამაშველო სამუშოები მიმდინარეობდა.
პარალელურად იწმინდებოდა სტიქიის ზონაში დატბორილი ქუჩები და სახლების პირველი სართულები. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.
დაშავებულებსა და დაზარალებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
გადაუდებელ წვიმას თურქეთის ჩრდილოეთით წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ 8 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი იმსხვერპლა.

















