უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსი, რომელის
მომიტინგეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.პარალელურად რადას შენობასთან აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საბოლოო მიზანი არის ხელისუფლების შეცვლაა.
„საარჩევნო კოდექსი, რომლის გაგონებაც არ უნდოდა პოროშენკოს და მის ბანდას, პირველი მოსმენით მიიღეს, ერთი ხმის გადაწონით, პრინციპში ზუსტად მიიღეს, 226-ია აქ უმრავლესობა. ამიტომ, ეს არის პირველი გამარჯვება, მოთხოვნა სამია. ამ გამარჯვებამ ხალხს უნდა აჩვენოს, რომ მობილიზაციას აქვს ძალა. სამშაბათისთვის ძალიან ბევრი ხალხია. სამშაბათ დილას აქ ხალხი მუშაობს და პირველად აქ სამშაბათს დილას რომ შეიკრიბნენ, ორჯერ ნაკლები ხალხი იყო, საღამოს ბევრად მეტი მოვა. დიდი მობილიზაციის გეგმას უახლოეს კვირებზე საღამოს გამოვაცხადებთ. საბოლოო მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა, რა ფორმით, გადაყენებით, იმპიჩმენტით, თავისით წავლენ თუ არჩევნები დაჩქარდება, ეს ხალხის გადასაწყვეტია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აქციაზე შეკრებილები კიდევ ორ რამეს-სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მოითხოვენ.

















