ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელ ხალხს
სიცრუის მოსმენა აღარ შეუძლია.
მისივე თქმით, აქციაზე შეკრებილ აქტივისტებს მხოლოდ სასიკეთო შედეგების მოტანა სურთ.
"ხელისუფლების მტკიცებით, ჩვენ შეიარაღებული ექსტრემისტები ვართ, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. მათი აზრით, სახელმწიფოში ყველაფერი წესრიგშია, სინამდვილეში კი, ხალხს აღარ შეუძლია ამდენი სიცრუის მოსმენა. ჩვენ მხოლოდ სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლა გვინდა, იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ვაჩვენოთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მე არ მაქვს მოქალაქეობა, მემუქრებიან ექსტრადიციით, პუტინის დავალებით იყენებენ ზეგავლენის მოხდენის სხვადასხვა მეთოდს. მიუხედავად ამისა, მე ბოლომდე ვიბრძოლებ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა აქტივისტებთან ერთად „კარვების ქალაქში“ მეორე ღამე გაატარა.

















