საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ
სააკაშვილი კიევში აქტივისტებს შეუერთდა და „კარვების ქალაქში“ დასახლდა.
მისი თქმით, თან თბილი სამოსი აქვს და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
აქციები რადას შენობასთან ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. აქტივისტები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს და ახალი საარჩევნო კანონის და კომისიის შექმნას მოითხოვენ.

















