დაღესტანში, საიდუმლო სამალავში 50 კგ ტროტილის ეკვივალენტის შემცველი ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბომბები პოლიციამ ყარაბუდახკენტსკის რაიონის სოფელ კაკამახიდან სამი კილომეტრის მოშორებით მდებარე საიდუმლო სამალავში აღმოაჩინა.
თითოეული ასაფეთქებელი მოწყობილობა 25 კგ ტროტილის ეკვივალენტს შეიცავდა. ასევე, ადგილზე აღმოჩენლია ოპტიკური სამიზნე, ფანრები, ასაფეთქებელი მოწყობილობისთვის საჭირო ნივთები, ავტოსიგნალიზაცია და საკვები პროდუქტები.

















