საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად დღეს, უკრაინის
პარლამენტთან მშვიდობიან აქციას გეგმავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილებებისა და დანაპირების მოთხოვნა ლეგიტიმურია მით უფრო, რომ უკრაინა ჭაობს დაემსგავსა, რომელიც უნდა ამოშრეს.
„ხალხი სამი წელია ხელისუფლების მხრიდან დანაპირების შესრულებას ელოდება, კითხულობენ სად არის ანტიკორუფციული სასამართლო; ახალი საარჩევნო კანონი და კომისია; რატომ არ გაუქმდა დეპუტატთა ხელშეუხებლობა... პარლამენტში კი ერთ-ერთ დეპუტატს, რომელმაც ამ მოთხოვნების დეპუტატებისთვის გაცნობა სცადა, თხა უწოდეს. ვფიქრობ, ეს მარტო ამ დეპუტატის მისამართით არ იყო ნათქვამი, არამედ იმ ადამიანების მიმართ ვინც ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს.
ცვლილებებისა და დანაპირების შესრულების მოთხოვნა კი ლეგიტიმურია მით უფრო, რომ უკრაინა ჭაობს დაემსგავსა და ეს ჭაობი უნდა ამოშრეს. ამისთვსი კი ხალხის მობილიზებაა საჭირო და ეს პროცესი დღეს, 17 ოქტომბერს დაიწყება.
ეს არ ნიშნავს რომ, მესამე მაიდანი დაიწყება, რადგან ჯერ მეორეც არ დასრულებულა. ის კი პოლიტიკური კლასის შეცვლასა და იმ ადამინების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას გულისხმობს, რომლებიც 25 წელია მართავენ უკრაინას და რომლებმაც ხალხთან დიალოგს მონოლოგი არჩიეს- ახლა ხალხი აიძულებს მათ დიალოგი დაიწყონ“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















