იაპონიაში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ტოკიოში ცათამბჯენების
რყევა და სწრაფმავალი მატარებლების რამდენიმე რეისის შეფერხება გამოიწვია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოს ყურეში 100 კმ-ის სიღრმეში იყო.
იაპონიის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების გამო, ცუნამის საშიშროება არ არის.
ინფორმაცია სერიოზული ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სეისმოლოგიური კატაკლიზები იყო 1923 წლის ტოკიოს მიწისძვრა, როდესაც 142 ათასი ადამიანი დაიღუპა.

















