უკარაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ
რუსეთსი მხრიდან უყურადღებობას საერთაშორისო საზოგარეობამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს.
ამის შესახებ პოროშენკომ გაერო-ს 72-ე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთთან სამწლიან ომს ათიათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 7%. მინსკის შეთანხმების დარღვევით, რუსეთი კვლავ აწვდის სამხედრო ძალასა და მძიმე შეიარაღებას საოკუპაციო ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში. საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ მსგავს უყურადღებობას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს მხრიდან. დაფიქრდით: სხვა ქვეყნის მიწის მოპარვა, გატაცებები, ფარული ომის წარმოება, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, დეზინფორმაციის გავრცელება - ეს არ არის ქცევა, რომელსაც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრისგან ველოდებით. რუსეთს არ შეაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რუსეთი თავადაა უდიდესი საფრთხე. ის სავარაუდოდ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რიმელსაც სხვადასხვა სახის კონფლიქტი ყველა მეზობელთან აქვს“- განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში გაერო-ს 72-ე სამიტი იმართება. სამიტზე ქვეყნების პირველმა პირებმა სხვე საკითხებთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს.

















