საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში გაემგზავრება.
ამის შესახებ ინფორმაცია „ახალ ძალთა მოძრაობამ“ სოციალური ქსელით გაავრცელა.
როგორც მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ბრიფინგს გამართავენ.
ბრიფინგი კიევის დროით 12:00 სააათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს ჩავიდა.

















