საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც პოლონელი
მესაზღვრეების მიერ მისთვის გადაცემულ დოკუმენტებშია აღნიშნული მისი და მისი მომხრეების მხრიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა არ მომხდარა.
ამის შესახებ სააკაშვილმა იმ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესაძლო ფაქტს განიხილავენ.
„ორი დღის წინ პოლონელი მესაზღვრისაგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა, ჩვენ ჩვეულებრივ გამოვიარეთ პოლონეთის საზღვარი. ახლა ესენი გვიმტკიცებენ, რომ მე და ჩემმა მომხრეებმა დავარღვიეთ სახელმწიფო საზღვარი. ვინ იტყუება ეს რიტორიკული კითხვაა. პოლონელებს არაფერში სჭირდებათ სიცრუე, ბანკოვას ქუჩაზე მოკალათებულებს უნდათ, რომ საპირისპირო ამტკიცონ. შევხედავთ, რა მოხდება, მთავარია, რომ არაფერი დამირღვევია“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ლვოვში 10 სექტემბერს შეგენის გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იმართება. დღეს გაირკვევა დაეკისრება თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტს ჯარიმა.

















