იარაღის ბრუნვის პროცესის ეფექტურ კონტროლს ითვალისწინებს ხელშეკრულება, რომლის
განხილვა 6 ივლისიდან ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში დაიწყება.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მოლაპარაკება იოლი არ იქნება, რადგან, იარაღის ექსტორპიორ ქვეყნებს სერიოზული წინააღმდეგობა შეიძლება ჰქონდეთ ახალი ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით.
ექსპერტთა შეფასებით, იარაღის უკანონო ბრუნვის გამო, ყოველწლიურად მსოფლიოში 750 ათასამდე ადამიანი კვდება. მათივე თქმით, იარაღის უკანონო მიწოდება მსოფლიოში კორუფციის ზრდას უწყობს ხელს და სტაბილურობას აფერხებს.

















