საქართველოს მესამე პრეზედენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ხელფასი 40 000-დან 50 000-გრინვამდეა.
მისივე თქმით, ის აპირებს კიევში გამგზავრებასა და თავისი უფლებების დასაცავად.
"ვინ გითხრათ, რომ აქ სამუდამოდ დარჩენას ვაპირებ?! ძალიან მომწონს ლვოვის ცენტრში ცხოვრება.
ჩემი ხელფასი, რომელსაც ვიღებდი, 40 000-დან 50 000 გრინვამდე იყო. ასევე, მაქვს ანაზღაურება, რომლითაც არ შემიძლია ვისარგებლო, რადგან ანგარიში დამიხურეს. ამიტომ, შევეცდები დავიცვა საკუთარი უფლებები, განსაკუთრებული აპარტამენტები აქ არ მაქვს.დღეს ან ხვალ გავივლი უკრაინის ტერიტორიაზე. გამოვაცხადებ ჩემს ტურნეს უკრაინაში, წავალ ხარკოვში, ოდესაში, ნეკროვში, გავემგზავრები კიევში. მოდიან ჩემთან აქ და ხელს მიშლიან გეგმის განხორციელებაში. ნუ ნერვიულობთ, თანხები მეყოფა ყველაფრისთვის. მე ვიმოგზაურებ უკრაინის ტერიტორიაზე სასამართლოშიც შევივლი საკუთარი უფლებების დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ლვოვში ჩავიდა და მას უკრაინის მერი დახვდა. სააკაშვილის სამომავლო გეგმები ამ დროისთვის უცნობია და გაურვეველია როდის გაემგზავრება ის კიევში.

















