საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში სავარაუდოდ დღეს გაემგზავრება.
ამ დროისთვის კი სააკაშვილი კვლავ უკრაინის ქალაქ ლვოვშია, სადაც ის გუშინ ჩავიდა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტს ლვოვში ქალაქის მერი დახვდა.
მოგვიანებით კი, ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ხალხს სააკაშვილმა იულია ტომოშენკოსთან ერთად მიმართა.

















