მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ პრობლემები შექმნა. სტიქიის
შედეგად დაზარალდა სოფლები - დიდი ჭყონი და სალხინო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთები და სახლების სახურავები.
სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მიყენებული ზარალის დასათვლელად შექმნილია სპეციალური კომისია და ადგილობრივი თვითმმართველობა მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს.

















